ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

26 აგვისტო 2025, 14:09 150 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 31 ათას 704-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა 88 პროცენტია. დაფინანსება 11 600-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6500-მა, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ე.წ. უფასო პროგრამებზე დაახლოებით 500 სტუდენტი ისწავლის.

აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

ჩარიცხვის საბოლოო პროცედურისთვის  და შესაბამისი სტატუსის მისაღებად  სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის უნივერსიტეტებს უნდა მიმართონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში