არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

26 აგვისტო 2025, 14:05 134 ნახვა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, დღეს სერიოზულ საფრთხეშია - ამის შესახებ ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენჯეოები აცხადებენ, რომ მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე.

მათი თქმით, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში