ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

27 აგვისტო 2025, 12:06 149 ნახვა

გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ნორვეგიაში გამართული პირველი მატჩი „ბოდო გლიმტმა“ 5:0 მოიგო. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 58-ე წუთზე შეცვალეს.

გრაცის „შტურმი“ ორი მატჩის ჯამში 2:6 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ გამოსვლას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში