ქართველების „ქაირატმა“ „სელტიკი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

27 აგვისტო 2025, 12:06 109 ნახვა

ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმაათის „ქაირათმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „სელტიკი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა გლაზგოში 0:0 დასრულდა. გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველმა, გიორგი ზარიამ თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო გადრანი სათადარიგოთა შორის იყო.

მატჩის ძირითადი დრო ამჯერადაც 0:0 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებით ტაიმებში გამოვლინდა, პენალტების სერია კი უკეთ „ქაირათის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს და 3:2 გაიმარჯვეს. ალმაათელთა 21 წლის მეკარემ თემირლან ანარბეკოვმა სამი პენალტი მოიგერია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში