პრეზიდენტის წერილის პათოსს ვიზიარებ, ჩვენი გზავნილი ცნობილია, გვინდა, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველო-აშშ-ს შორის - პრემიერი

01 სექტემბერი 2025, 21:17 89 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, ჩვენი გზავნილი ყველასათვის ცნობილია, ჩვენ გვინდა, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება. თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში