პოლიციამ  ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ორი პირი დააკავა

02 სექტემბერი 2025, 10:19 116 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. და 1987 წელს დაბადებული გ.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლ იარაღები და საბრძოლო ვაზნები.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში