სამუშაო შეხვედრა

02 სექტემბერი 2025, 10:52 62 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების ორგანიზების პროცესში, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ჟურნალისტების როლზე საარჩევნო პროცესებში, ასევე აუცილებლობაზე საზოგადოებამ მუდმივად მიიღოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში