პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებსა და პარტიული სიის ნომრებს უახლოეს დღეებში დაასახელებენ. თითქმის ყველა პარტიაში მერობის კანდიდატებზე შეჯერებულები არიან.
ცნობილია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, „ლელო ძლიერ საქართველო“-ს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივი კანდიდატები ეყოლებათ. რეგიონში მერობის კანდიდატი არ ეყოლება „გირჩი მეტი თავისუფლებას“. სიის პირველი ნომერი კი გია მასალკინი იქნება.
მმართველ გუნდში კი მოლოდინი აქვთ რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში უმრავლესობას მოიპოვენ იმ კანდიდატების მეშვეობით, რომლებსაც რამდენიმე დღეში დაასახელებენ.