8 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე სხდომა ამ წუთებში იწყება. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ 27 აგვისტოს გავიდა. ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
პროკურატურა როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ასევე, მასში მონაწილეების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააყენეს.
ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად.
ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.