პლენარული სხდომა უმაღლეს საბჭოში

02 სექტემბერი 2025, 15:15 141 ნახვა

ირაკლი გვარჯალაძე, ნოდარ მელაძე და მარიამ გუგუნავა უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ერთხმად აირჩიეს. წარდგენილი 5 პირიდან დეპუტატებმა დასახელებულ სამს მისცეს შესაძლებლობა საარჩევნო კომისიაში მეორე ვადით იმუშაონ.

საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, უსკოს წევრები საკანონმდებლო ორგანომ პირველად დაამტკიცა, მანამდე ეს უფლებამოსილება მთავრობას ჰქონდა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი საბჭოს ორი დეპუტატი - მამუკა თურმანიძე და ვახტანგ ბერიძე თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ, მათ ნაცვლად უმაღლეს საბჭოში სიის მომდევნო ნომრები ნადიმ ვარშანიძე და ილია ვერძაძე კიდევ ერთხელ მიიღებენ სადეპუტატო მანდატებს.

დღევანდელ საშემოდგომო სესიაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში