ვიდრე საგამოძიებო უწყება გაეცნობა 460 გვერდიან დასკვნას, მანამდე ვისმენთ პოლიტიკოსების შეფასებებს.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ისტორიული და ამავდროულად - სამართლიანი.
საკითხს აფასებენ ოპოზიციაშიც. მათი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებას სამართლებრივი ძალა არ ექნება, მიზეზად კი ასახელებენ კომისიის მუშაობას, რომელიც მათი თქმით, მუშაობდა არა არგუმენტებით ან სამართლებრივი გამოძიებით, არამედ - პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, შურისძიებისთვის.