ხმაური ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოლო ინფორმაციით დაკავებულია 20-ზე მეტი პირი, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ.
დღეს პროტესტის მონაწილეებმა დღის განმავლობაში 3-ჯერ სცადეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.
ისინი პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.
შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. უწყებისვე ინფორმაციით არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
რაც შეეხება კომისიის დასკვნას, დაადგინეს, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშვიდობო პროცესისადმი საზიანო ნაბიჯები გადადგეს.