ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გახდა

03 სექტემბერი 2025, 14:53 102 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ირაკლი კირცხალიამ შეცვალა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

"ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალიას არჩევას. ვულოცავთ მას. დიდი პასუხისმგებლობაა და წარმატებას ვუსურვებთ. წლების განმავლობაში მამუკა მდინარაძის წარმატებული საქმიანობის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ასევე ამავე ტემპით გავაგრძელოთ. ცნობად ვიღებთ ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანის, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძის არჩევას. მათაც ვულოცავ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში