პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა

03 სექტემბერი 2025, 17:50 100 ნახვა

ოკუპაცია, მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და პროვოკაციის საფრთხე - ეს საკითხები დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ახალმა უფროსმა მედიასთან საუბრისას უწყების მთავარ გამოწვევად.

მდინარაძის განცხადებით, ოკუპაცია არის დასაძლევი და უსაფრთხოების სამსახურს ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.

მდინარაძემ უწყებაში საკადრო ცვლილებებიც დააანონსა, განაცხადა რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკუთარი გუნდით მივა და ამ ცვლილებების შესახებ ცნობილი ხვალიდან გახდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძვანელად დღეს დაამტკიცეს.

მანამდე მას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს თუმცა მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, შესაბამისად უცნობია რა გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრა მდინარაძემ პარლამენტში კენჭისყრამდე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში