მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს თბილისში, "დინამო არენაზე" თურქეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ჯვაროსნებმა გუშინ დინამო არენაზე ბოლო ვარჯიში გამართეს.დღევანდელ თამაშში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდებიან.
რამდენიმე დღეში, 7 სექტემბერს ამავე სტადიონზე ეროვნული ნაკრები უკვე ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდება.