ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
„ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას. ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში არიან, სახე აქვთ დაკარგული. მათი მდგომარეობა ტრაგიკულია – ჩვეულებრივი არქიფო სეთურის მრევლი. „ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი ორკები“ – ეს არის მათი რეალური სახე. მზად ვართ, ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს. მართლა ტრაგიკულია ამ „ნაცი ორკების“ და „ნაცი ტიტუშკების“ ქმედება“, – განაცხადა პრემიერმა.