„შავი ზღვის დელფინი" - საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

04 სექტემბერი 2025, 14:08 110 ნახვა

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2025” დაიწყო. ფესტივალი ოთხ ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს და მასში 20 წლამდე  მოჭადრაკეები მონაწილეობენ. 

ტურნირი  ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება.

ტურნირში 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის არიან  სპორტსმენები საქართველოდან, უკრაინიდან, ამერიკიდან და ფიდეს დროშით მოასპარეზეები. ფესტივალი  9 სექტემბერს დასრულდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში