უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე - პოლიტიკური განცხადებები

04 სექტემბერი 2025, 15:04 124 ნახვა

გვეუბნებიან, თუ არ გავაუქმებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ამკრძალავ კანონს, „გამჭვირვალობის“ კანონს, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს შანტაჟის სამარცხვინო მცდელობაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას არგუმენტები არ აქვს, რის გამოც მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ბრიუსელი ჟონავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც პროპაგანდისტული მედიის „რადიო თავისუფლების“ ხელში აღმოჩნდა, რომელსაც მისი განცხადებით, ბრიუსელი აფინანსებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად სტანდარტული პროცედურაა და ეგზავნება ბრიუსელს, აღწერილია თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციურ-საკანონმდებლო თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არსებული გარემო არაერთი მიმართულებით, სამაგალითოა და სწორედ ეს უნდა აინტერესებდეთ ევროპელ პარტნიორებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში