ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება - შეფასებები

04 სექტემბერი 2025, 17:53 117 ნახვა

„სამარცხვინო შანტაჟის მცდელობად“ აფასებს ირაკლი კობახიძე ევროკომისიის მოწოდებას, გაუქმდეს ზოგიერთი კანონი, მათ შორის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

პრემიერის განცხადებით, ეროვნული ინტერესები ქვეყანაში არის მშვიდობის, სიმშვიდის დაცვა.  

პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, რაზეც ირაკლი კობახიძის თქმით უარს ევროპელი პარტნიორები ამბობენ რადგან არ აქვთ არგუმენტები. 

თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციურ, საკანონმდებლო, თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით - აღწერილია ევროკომისიისთვის გაგზავნილ ანგარიშში  -განაცხადა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში