სტიპენტია სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტებისთვის

05 სექტემბერი 2025, 11:51 372 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემას იწყებს.

ასევე კერძო და საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც სკოლა ოქროს და ვერცხლის მედლებზე დაასრულეს ერთჯერად ფინანსურ ჯილდოს მიიღებენ. 

პროგრამა წელს პირველად ამოქმედდა. 100% -იანი გრანტის მფლობელები 2000 ლარს მიიღებენ; 70% -იანი კი ათას ლარს.

რაც შეეხება ოქროს მედალოსან მოსწავლეებს ისინი ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ, ვერცხლის მედალოსნები კი 300 ლარს.

აპლიკანტებმა განაცხადი და დამატებითი დოკუმენტაცია უნდა შეიტანონ ქობულეთის მერიაში.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი ქობულეთში რეგისტრირებულმა 59-მა მოსწავლემ მოიპოვა.

102-კურსდამთავრებულმა სკოლა ოქროს და ვერცხლის მედლებზე დაასრულა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი