საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრები ბათუმში სტადიონთან მოწყობილ დიდ ეკრანთან, ღია ცის ქვეშ გულშემატკივრობდნენ.
მათი თქმით, ნაკრებს ძლიერ მეტოქესთან მოუწიათ დაპირისპირება და ჩვენი გუნდის ფეხბურთელებსაც მცირე შეცდომები ჰქონდათ.
ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდნენ ქობულეთშიც, ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის სცენაზე განთავსებულ დიდ ეკრანთან.