შეხვედრა პროფესიული კოლეჯის თანამშრომლებთან

06 სექტემბერი 2025, 11:57 106 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ზესტაფონში პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. გივი მიქანაძე  კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამებს სამშენებლო მიმართულებით.  კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით. 

სასწავლებლის ტერიტორიაზე განთავსებულია კომფორტული საერთო საცხოვრებელი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, ასევე უახლესი ლიტერატურითა და ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი