ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას - არმაზ ახვლედიანი

06 სექტემბერი 2025, 13:42 159 ნახვა

ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას!, - ამის შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენელი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

ყოფილი დეპუტატი პრემიერის მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"ოღონდ ახლა ივანიშვილ-კობახიძეზე შეუდარებლად მეტად თქვენ, ბინძურო სატელიტებო, ამაზრზენო ქორვაჭრებო, სწორედ თქვენ უკლავთ საქართველოს ნორმალურობის თითქმის ბოლო შანსს! 

ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, ლელო-გახარიელებს და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!

საქართველოს გაყიდვა არ შეგრჩებათ, არ გაგატანინებთ ლელოს საქართველოს ნორმალურობის დასამარების კარში!

ვაი, რომ უკვე განგაშის ზარის შემოკვრაც გვიანია! 

გავიმეორებ: რუსული ურჩხულის და მისი ვაიქართველი ნაძირლების კლანჭებში მოსაგუდად განწირული საქართველოს შველა ახლა მხოლოდ და მხოლოდ უანგარო, უკომპრომისოდ წესიერი, სამართლიანი, კეთილგონიერი, ეროვნული და ევროპული ფასეულობების უალტერნატივოდ ერთგული ადამიანების მძლავრი გაერთიანების ხელშია!", - წერს ახვლდედიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი