ეუთო/ოდირის მოწვევა - შეფასებები

06 სექტემბერი 2025, 14:54 83 ნახვა

ეუთო ოდირის მისიის მოწვევას გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. პარტია „ ძლიერი საქართველო“ მიესალმება მოწვევის გაგზავნას, აქ აცხადებენ, რომ სადამკვირვებლო მისიასთან თავადაც მუშაობდნენ, თუმცა მოწვევის ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ჰქონდა. გრიგოლ გეგელიას თქმით, ისინი ყველა საერთაშორისო მისიასთან კოორდინაციაში იქნებიან.  ეუთო-ოდირის მისიის მოწვევის საკითხს  მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიაში დარწმუნებულები არიან,  რომ ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა ამ არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი