გეკა გელაძე და მამუკა მდინარაძე ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ

06 სექტემბერი 2025, 16:28 152 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.


პატრიარქმა გეკა გელაძისა და მამუკა მდინარაძის ოჯახები დალოცა. ილია მეორემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი