შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

07 სექტემბერი 2025, 11:43 132 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარღი, სანადირო თოფები, შაშხანა, 107 ვაზნა, შვიდი მჭიდი, მაყუჩი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი რკინის სხვადასხვა დეტალი.

 

ასევე, ამოღებულია მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ექსტრაქტი. პოლიციამ რ.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი