მალთაყვაში საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი დასრულდა. საქართველომ მალთაყვაში, წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი - 2025“-ს უმასპინძლა. შეჯიბრებები ჩატარდა ხტომასა და სლალომში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია.
ტურნირის საზეიმო ვითარებაში დახურვის ცერემონიას სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო ტურნირის წარმატებით ჩატარებამ საფუძველი შექმნა, რომ საქართველომ საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანოს 2026 წელის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე