საქართველოს ისტორიული შედეგი ევრობასკეტზე

07 სექტემბერი 2025, 18:19 127 ნახვა

სენსაცია ევრობასკეტზე, პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, დაძაბული ჯგუფური ეტაპის შემდეგ სადაც ბოლო წამამდე უცნობი იყო გავიდოდა თუ არა ჩვენი გუნდი ჯგუფიდან, ჩვენი მეტოქე საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები გახდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა არ მოირგო აუტსაიდერის როლი, პირველივე წუთებიდან შეუტია და მთელი თამაშის განმავლობაში ტოლს არ უდებდა ფრანგებს, მატჩის მიწურულს კი თორნიკე შენგელიას და ბიჭების შესანიშნავი თამაშის წყალობით საქართველომ საგძნობი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 82-70 მოიგო, წინ ფინეთის ნაკრებთან თამაში გველის, სადაც წინასწარი გათვლებით იმაზე მეტი შანსები გვაქვს ვიდრე საფრანგეთთან, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს, შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი