საერთაშორისო კონფერენცია ბსუ-ში

08 სექტემბერი 2025, 11:15 179 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ევროკავშირის  ''ერასმუს+''- ის საგრანტო პროექტის ,,PRESS“ - საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია ევროკავშირის რამდენიმე უმთავრეს პრიორიტეტში წვლილის შეტანა, მათ შორის ,,მწვანე შეთანხმებაში“, ციფრულ ტრანსფორმაციასა და  განათლების სფეროში. 

კონფერენციას საგრანტო პროექტის კონსორციუმის  წევრები ესწრებიან საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან,  ინდონეზიიდან და  ფინეთიდან.     კონფერენციაში  საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების  -100-ზე მეტი უცხოელი  და ადგილობრივი მონაწილეა ჩართული.

ფინალური კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხნა 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში ჩატარდება ლექციები და სემინარები, მოეწყობა  გასვლითი ექსპედიცია და საველე სამუშაოები. 

ასევე გათვალისწინებულია 12 პარალელური ვორქ-შოპი და 36 პოსტერული პრეზენტაცია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი