მანდატურზე თავდასხმისთვის დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 13:00 საათიდან დაიწყება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და შეათანხმებენ დასაკითხ მოწმეთა სიას.
დაცვის მხარე სამხარაულის ბიუროს იმ ფსიქიატრის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.