კახა კუკავა - ხაზარაძის ბანკი ბორჯომში კიდევ ერთ ოჯახს ასახლებს

08 სექტემბერი 2025, 14:08 172 ნახვა

ხაზარაძის ბანკი ბორჯომში კიდევ ერთ ოჯახს ასახლებს - პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრესსამსახურის განცხადებით, დღეს ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში გამართულ სხდომაზე "თიბისი" ბანკმა მარინა ნიკოლოზაშვილის ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მოითხოვა.

კრედიტი ნიკოლოზაშვილის მეუღლემ აიღო რომელიც რამოდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა, თიბისი ბანკმა ქონება იძულებით აუქციონზე შეიძინა და ახლა უკვე სასამართლოს გზით მოვალის იძულებით გამოსახლებას ითხოვს.

მოვალის ინტერესებს სასამართლოში პარტია "თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კუკავა იცავს. მისი განცხადებით, იძულებითი გამოსახლება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-5 მუხლს, ამასთან კუკავას განცხადებით, ნიკოლოზაშვილის სარჩელი გამოსახლების უკანონოდ ცნობის შესახებ უკვე დაარეგისტრირა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი