თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

08 სექტემბერი 2025, 23:19 134 ნახვა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი