საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

09 სექტემბერი 2025, 14:28 211 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატი გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი