“ეს ძალადობრივი დაჯგუფები გარედან იკვებებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, მათი რეიტინგი კი ნულია. ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია სხვადასხვა ხრიკს იყენებს დაპირისპირების დასაწყებად, რისი მაგალითიც გუშინ შტაბთან მომხდარი ფაქტია.