დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს გამართავს

10 სექტემბერი 2025, 09:49 140 ნახვა

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ფინეთთან ჩაატარებს. „ჯვაროსნები“ ფინეთის ნაკრებს პირველად 2004 წელს B დივიზიონში ეთამაშნენ და 85:78 დაამარცხეს, თუმცა განმეორებითი მატჩი წააგეს და A დივიზიონში ვერ გადავიდნენ.

მომდევნო სეზონშიც ფინეთი იყო ჩვენს ჯგუფში და სტუმრად წაგების გამო ზედა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში საქართველო ვერ მოხვდა. 2011 წელს საქართველო მაინც გავიდა ევრობასკეტზე, თუმცა იქაც ფინეთს შეხვდა და 73:87 დამარცხდა. ბოლო შესარჩევის ორივე მატჩი კი „ჯვაროსნებმა“ გამარჯვებით დასრულდა.

ურთიერთშეხვედრების საერთო ანგარიში 5:4-ია საქართველოს სასარგებლოდ.

ევრობასკეტის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე გერმანიას და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.

ეს შეხვედრა მოგვიანებით, 22:00 საათზე გაიმართება. რაც შეეხება საქართველო-ფინეთის დაპირისპირებას, შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი