საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი 2025"

10 სექტემბერი 2025, 10:58 135 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი 2025”, რომელშიც ქართველებთან ერთად, უკრაინის, ამერიკის და ფიდეს დროშით მოასპარეზე 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. შეჯიბრება  ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის მამია ხარაზის სახელობის ტრადიციული ბლიც ტურნირი, რომელშიც გამარჯვებულები და პრიზიორები მამია ხარაზის შთამომავლებმა დააჯილდოვეს.

ტურნირი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი