ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულება მიულოცა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე 2023-2024 წლის 53 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე, მოეწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.