"Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იპოვის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ ძალადობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილსამ დრომდე ეძებენ.