ღრმად დამწუხრებული ვარ ჩარლი კირკის მკვლელობის გამო, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი 2025, 14:54 96 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. 

„ღრმად დამწუხრებული ვარ გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, გამორჩეული ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო. 

ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის!

საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და ახლობლებთან არის“, - წერს ირაკლი კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი