მოსმენა ჰელსინკის კომისიაში

11 სექტემბერი 2025, 17:56 110 ნახვა

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს მოუსმინეს.

მაღალი თანამდებობის ყოფილმა პირებმა საქართველოში არსებულ ვითარებასა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია ყველა დემოკრატიული უფლების, თავისუფლებისა და ადამიანის მდგომარეობის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ოპოზიცია პრაქტიკულად გაუქმებულია, სამოქალაქო აქტივისტები დაპატიმრებული არიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი  შეზღუდული აქვთ დაფინანსება და პარალიზებულები არიან.

„თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის“ - ამის შესახებ კი ამავე კომისიის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა.

„პარტნიორიდან პრობლემამდე, საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა -  სწორედ ამ სახელწოდებით გაიმართა მოსმენა  ჰელსინკის კომისიაში.

მოწმის სტატუსით სხდომაზე  ასევე იმყოფებოდა  ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. მოსმენას დარბაზში ესწრება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი