“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

11 სექტემბერი 2025, 17:57 128 ნახვა

თბილისში ე.წ.  მერვე ლეგიონის  ავარიულ სახლებში  მცხოვრებ მოსახლეობას  თბილისის მერობის ოპოზიციის  კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად შეხვდა.

მათი შეფასებით საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი იმდენად ავარიულია, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.  

მერობის კანდიდატმა  ადგილობრივებს გამარჯვების შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარებას პირობა მისცა და განაცხადა რომ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ 10 ათასი ავარიული სახლის პრობლემის მოგვარებაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი