სუს-მა ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილის დაკავების ოფიციალურ მიზეზებზეც გააკეთა განცხადება.
ლევან ხაბეიშვილისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია მისი უფლებადამცველებისთვის. მიაჩნიათ, რომ მისი დაკავება ხაბეიშვილის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირდება.
რაც შეეხება თანაგუნდელებს, რომლებიც შეკრებილები არიან სუს-ის შენობასთან, აცხადებენ , რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით ძალაუფლების შენარჩუნებას.