თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. დიასამიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
ცნობისთვის, მეგი დიასამიძის ბრალი სისხლის სამართლის 187-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.