ლევან ხაბეიშვილის დაკავებასა და ბრალის წარდგენას გამოეხმაურნენ პოლიტიკურ პარტიებში, „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბრალი აბსურდულია და წარმოდგენილი დასაბუთებები არასერიოზული. „ ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილმა დანაშაული საჯაროდ ჩაიდინა, ამის მიუხედავად მოლოდინი აქვთ, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრებს.