სასამართლო ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძებაზე  მსჯელობს

13 სექტემბერი 2025, 17:58 107 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა აპირებს, ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს შეფარდება მოითხოვოს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა. მასთან ერთად დაკავებულ პოლიტიკოსს, მურთაზ ზოდელავას ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი