ამ წუთებში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ყოფილი მინისტრისთვის აღკვეთი ღონისების სახით პატიმრობას ითხოვს, პროკურორის განმარტებით არსებობს ბრალდებულის მიმალვის და სასამართლოზე მოწმის სახით გამოსაკითხი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე ზეწოლის საფრთხე, ჯუანშერ ბურჭულაძე მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ამბობს, რომ ბრალი აბსურდულია და ესპანეთში შეძენილი ქონების კანონიერებას დაასაბუთებს.