ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება - შეფასება

14 სექტემბერი 2025, 12:08 145 ნახვა

დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს უკიდურესად კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც 14 წელია ძარცვავს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

სამადაშვილის თქმით, კორუფციის კუთხით არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს ქვეყანას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა თანამდებობას იკავებდა წარსულში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი