„თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, დედაქალაქის მოსახლეობას ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ბრძოლის ალტერნატიულ გზას სთავაზობს. მისი თქმით, დაჯარიმებულ მოქალაქეს შეეძლება პარტიის ცხელ ხაზზე დარეკვა, რის შემდეგაც ჯარიმა გასაჩივრდება.
კუკავამ პარკირების სირთულეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში პარკირების ადგილების ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსები შენდება. მისი განცხადებით, მოქალაქეებმა ჯარიმები არ უნდა გადაიხადონ, ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად პარკინგის პრობლემის მოგვარება განისაზღვრება.