დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს აჭარაში 72 ათას 244 მოსწავლეა. მათ შორის 6 ათას 152 პირველკლასელია.
აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ექვსივე მუნიციპალიტეტში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია.