საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. „ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ მიიღო და 34:16 დაამარცხა.
მასპინძლეთა რიგებში ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა, რომელიც „ლა როშელში“ „ლიონიდან“ გადავიდა.
ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა.